16 ივნისი 2024,   18:06
ვრცლად
ვარჰეიმ დაადასტურა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გაიზიაროს ფიცოს ბედი - ედიშერ გვენეტაძე

მოკლედ, საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკომისრის კომენტარს, პრემიერთან სატელეფონო საუბარზე, რომლის თქმითაც, სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალმა დონემ.

გვენეტაძის თქმით, ბევრი თავად ჩააბარებს საქართველოს მოსახლეობას აღიარებით ჩვენებებს და შეეხვეწება ქვეყნისა და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები შეუნდონ.

"აგერ, ბატონო, ამბობს ეს კაცი - ევროკომისარი, რომელიც ამბობს მე ვარ ის კაცი, რომელმაც ვუთხარი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მაგალითის შესახებ საქართველოს პრემიერსო!

მოკლედ, საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება! რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი!

ასეა, როდესაც მართალი ხარ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ!

ამიტომაც საქართველოს მოსახლეობავ! ცოტაც მოვიცადოთ, ცოტაც გავძლოთ და ბევრი თავად ჩაგვაბარებს აღიარებით ჩვენებებს და შეგვეხვეწება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები ნებსითი თუ უნებლიეთ შევუნდოთ!“ - წერს გვენეტაძე.

დღის ამბები