საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის პასუხისმგებლობაა, რომ წინაპრების მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ.
"მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ჯარების მეთაურს, მივესალმები ქართულ ჯარს, მივესალმები მთავრობისა ა პარლამენტის წევრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებს, მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს.
მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და მზად ხართ, ემსახუროთ საქართველოს, გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ, ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ, დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი. ეს თქვენი დამსახურებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ. მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის.
"ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები. ვიცი რაღაც გარუკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომცდა გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! არ დავუშვებთ! ჩვენ აქ ვართ ადამიამიანები ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებული, ვისაც საქართველო დამოუკიდებლობამდე გვახსოვს და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის მიზანს მივაღწევდით და აქ ხართ ადამაინები, რომლებიც დამოუკიდებელი, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო, ვერ წარმოგიდგენიათ, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით. დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში თავისი ნამდვილი სახე გვაჩვენა. შიშის, შურის, სიძულვილის გარეშე", - განახადა პრეზიდენტმა.