16 ნოემბერი 2024,   11:02
ვრცლად
სამწუხაროდ, პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ისეთივე ლოგიკურობისგან და შინაარსისგან დაცლილი, როგორც თავად ის, ვისაც წარმოადგენს - ნინო წილოსანი

"პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ისევ ისეთივე ლოგიკურობისგან და შინაარსისგან დაცლილი, როგორც თავად ის, ვისაც ის წარმოადგენს," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მოხსენებას იურიდიულ კომიტეტზე.

მისივე შეფასებით, გიორგი მსხილაძე მთელი კომიტეტის განმავლობაში თავს იმართლებდა და მომხსენებელი შინაარსს გაექცა, რამაც ვეტოს აბსურდულობას გაუსვა ხაზი.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო ისევ ისეთივე ლოგიკურობისგან და შინაარსისგან დაცლილი, როგორც თავად ის, ვისაც ის წარმოადგენს. მთელი კომიტეტის სხდომა ის ფაქტობრივად ის თავს იმართლებდა, რომ კანონში ვერ შემოგვყვებოდა იმის საპირწონედ, რომ რეალურად კანონზე სამსჯელოდ იყო მისული. თავად მთლიანად ვეტოს შინაარსი ადასტურებს, რომ მათ არც ერთი მუხლი არა აქვთ განხილული, მით უფრო, რომ არც ერთ მუხლზე არა აქვთ მოტივირებული შენიშვნები დაწერილი და ხელმძღვანელობენ მხოლოდ და მხოლოდ იმ რაღაც აქცენტებით, რომელსაც რიგი უცხოელი წარმომადგენლები აკეთებდნენ და ხელმძღვანელობენ იმ მოტივით, რომ არიონ პროცესები და ერთი დამატებით ასე ვთქვათ წამახალისებელი ფაქტორი ითამაშოს მთლიანად ამ რევოლუციურ სცენარში, რომელი არ გამოვიდა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

დღის ამბები