16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენი ოპონენტები, თითქოს დასავლური ღირებულებებით, პრაქტიკულად რუსეთის ინტერესებზე ასხამენ წყალს - დიმიტრი ხუნდაძე დაუშვილის განცხადებაზე

"ხალხის ძალის" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, დაუშვილის განცხადება არ არის პირველი, როდესაც ოპოზიციის წევრები, თითქოს დასავლური ღირებულებებით, პრაქტიკულად რუსეთის ინტერესებზე ასხამენ წყალს.

ხუნდაძის თქმით, მათი რიტორიკა ნიშნავს იმას, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა დასავლეთის მხრიდან, ოკუპირებული აფხაზეთის არ აღიარების პოლიტიკას მიაგდეს ჩრდილი.

"ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენი ოპონენტები, თითქოს დასავლური ღირებულებებით, პრაქტიკულად რუსეთის ინტერესებზე ასხამენ წყალს. დღეს, იმის ნათელი მაგალითი იყო, რომ თუ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მივიღებთ, შესაძლოა დასავლეთის მხრიდან, აფხაზეთის არ აღიარების პოლიტიკას მიაგდეს ჩრდილი. იგულისხმება, რომ შესაძლოა დასავლეთმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი მსჯელობა. მსგავსის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია. ამავე დროს, ეს არის თავად დასავლელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფის მიყენება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვით მიმართა, „ამ კანონით და ქართული ოცნების ქმედებებით, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას". დაუშვილის ეს განცხადება მმართველმა გუნდმა ანტი სახელმწიფოებრივად შეაფასა.

დღის ამბები