საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ 21 იურიდიულ კომპანიას აერთიანებს, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.
ასოციაციის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.