პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევასა და კანონპროექტის დამტკიცებაზე უკვე კეთდება პირველი კომენტარები საპარლამენტო ოპოზიციაში.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, მმართველმა პარტიამ ქვეყნის ღალატი გააფორმა.
"დღეს იყო ძალიან მძიმე დღე, ზოგადად, შენობაში იყო ყოფნა მძიმე. ქვეყნის ღალატი გაფორმდა რამდენიმე წუთის წინ და ძალიან მიმძიმს ახლა, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება. ჩვენს მოქალაქეებს ახლა მინდა ვუთხრა, რომ დაიმახსოვრეთ ეს ემოცია და ზუსტად ამ ემოციით ვუპასუხებთ ოქტომბერში მოღალატე "ოცნებას," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლიეს და კანონი 84 ხმით მიიღეს.