"ხალხის ძალის" წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი აქვს ბულინგსა და სიძულვილის ენის გამოყენებას.
ვიქტორ ჯაფარიძემ ამ მეთოდებს ფაშისტური უწოდა.
"ეს მაგათი მეთოდია, ფაშისტური მეთოდია, რომ გირეკონ დახურული ნომრით ტელეფონებზე, გირეკავენ, გწერენ რაღაც სისულელეებს. ამ კანონში სტიგმატიზება არისო ამას მთელი ევროპელები გაიძახიან, მონაზე მეტი სტიგმა რა გინდათ, რას ლაპარაკობთ. იცით, საერთოდ, მონა რა არის?! - გთხოვთ ერთ რამეს, დაუბრუნდით ყველა ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობას. ნუ გაგიკვირდებათ, როცა აგრესიას გამოხატავთ, აგრესიით გიპასუხებენ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.