4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საპროტესტო აქციაზე გამოსვლა კახა კალაძემ შეაფასა და განაცხადა, რომ "ადამიანები, რომლებსაც ვითომ გული შესტკივათ საქართველოზე, ვერ მალავენ, რომ მაიდანის გამეორება უნდოდათ. ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საქართველოში მაიდანი ვერ მოხდება:
"ადამიანები, რომლებსაც ვითომ გული შესტკივათ საქართველოზე, ვერ მალავენ იმას, რომ მაიდნის გამეორება უნდოდათ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა. მაიდანმა რა შედეგებამდეც მიიყვანა უკრაინა და რაც ხდება დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში და რამხელა უბედურება ტრიალებს - ამაზე არავინ საუბრობს და არავინ აგებს ამაზე პასუხს. საქართველოში მაიდანი ვერ მოხდება,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.