29 ივნისი 2024,   19:44
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურა +35 გრადუსამდე მოიმატებს

მომდევნო კვირის განმავლობაში, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში, ძირითადად, მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

"წვიმის, სეტყვისა და, ზოგადად, არსებული უამინდობის შემდეგ, გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს… ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები. ახალი თვე, ფაქტობრივად, დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა. ჰაერის ტემპერატურა, მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში, +33, +35 გრადუსს მიაღწევს., სიცხის ფონზე, ღამის საათებში, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში, ძირითადად, მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო", - აცხადებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

დღის ამბები