დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია, კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს:
"პოლიტიკა, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას", მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და მაჩვენებლები, რაც გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის. ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად მეტად გაძლიერდეს და კეთილდღეობა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს," - განაცხადა კახა კალაძემ.
მან აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი.
"ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველო მზად არის, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.