29 ივნისი 2024,   19:45
ვრცლად
ლევილში ქართული ფესტივალის მეორე კვირა დასრულდა

ლევილში ქართული ფესტივალის მეორე კვირა დასრულდა. ღონისძიებები ისტორიულ მამულში 24 მაისიდან იმართება. 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას, საზოგადოებას კულტურული და სპორტული ღონისძიებები ელოდება.

მეორე კვირის საფესტივალო დღეებში მაყურებელმა მოისმინა ქართული მრავალხმიანი სიმღერები ანსამბლ "რუსთავისა" და "ბასიანის" შესრულებით, გაიმართა შეხვედრები ქართველ ფეხბურთელებთან, ჩატარდა ტიხრული მინანქრის მასტერკლასი, ნამუშევრების გამოფენა.

საზოგადოების წინაშე წარდგა ეთნო ჯაზ-ბენდი "ირიაო" და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

დღის ამბები