29 ივნისი 2024,   19:34
ვრცლად
დიმიტრი სამხარაძეს "ფეისბუკმა" რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, სადაც "სირცხვილიას" წევრს, ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა

"ქართული ოცნების" რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, "ფეისბუკმა" დადებიდან რამდენიმე წუთში დაუბლოკა პოსტი, რომელშიც ის "სირცხვილიას" წევრს, ზუკა ბერძენიშვილს პასუხობდა და საუბრობდა იმ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებზე, რომელიც, მისი თქმით, ბერძენიშვილმა და აქტივისტმა სალომე ბარკერმა, უმრავლესობის დეპუტატების მისამართით განახორციელეს.

როგორც დიმიტრი სამხარაძე განმარტავს, "რადიკალების მიერ გამოქვეყნებულ ბევრად უხამს სტატუსებს სოციალური ქსელი არ ბლოკავს", ხოლო, როდესაც თავად გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის შემცველი სტატუსი, ის რამდენიმე წუთში დაიბლოკა.

"მაშინ, როდესაც, რადიკალებს “ფეისბუკში” ათასჯერ უხამსი სტატუსები აქვთ გამოქვეყნებული, მათ სტატუსებს არავინ ბლოკავს, თუმცა როგორც კი მსგავსი შინაარსის პოსტი მე დავდე, ის 5 წუთში დაიბლოკა 10 ივნისამდე. ეს აჩვენებს, რომ ამ ყველაფრის უკან და სიმართლის წინააღმდეგ დიდი ძალა და მათი სამშობლოს გამყიდველი აგენტები დგანან." - განაცხადა დიმიტრი სამხარაძემ.

ცნობისთვის, სამხარაძე სოციალურ ქსელში წერდა: "ეკლესიისა და საკუთარი სამშობლოს მტრები, აგენტურული ქსელი “სირცხვილიას” უსირცხვილო გოგოები სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი, გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ დეპუტატებს პირად ნომრებზე, ერთი და იგივე წაკლური მესიჯებით და ტონით მძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ. მაგალითად, დები ბერძენიშვილების ქალიშვილმა ზუკა ბერძენიშვილმა დაურეკა ერთ-ერთ ქალ დეპუტატს და ყ@ექალა ეძახა. მერე ჩვენი დასაცავი გახდა ეს მართლა ყ@ექალა…

გუშინ მაგათ დაანონსებულ კონცერტზე ვეღარ გაბედა გურიიდან ჩამოსვლა, დღეს პოლიციაში რეკავდა თურმე, სახლიდან ვერ გამოდიოდა, იქნება დამიცვათ, თბილისში მინდა წასვლაო. მთელი ოზურგეთი ღადაობს. კი იცით, როგორ წამებში ვრცელდება ასეთი ამბები.

პოსტებს წერს ამ დროს და ისეთს იგინება, დევგმირი გეგონება.

რა გინდათ ბიძიკო თქვენ? არ გამოდის ეს ქათმების რევოლუცია და ამ აგონიურ კრიახს და ისტერიულ გამოხტომებს თავი რომ დაანებოთ, არ ჯობია? ყველგან ვერ დაგიცავთ.

და ერთია კიდევ აუცილებლად სათქმელი: რისი გაკეთებაც ხალხს უნდოდა ნაცებისთვის და რასაც გადარჩნენ, იმის შემოტრიალებას, თან ძალიან უსუსურად, აქეთ ცდილობენ მოგონილი სიბრაზით ეს ნაბოზარი აგენტები და მერე დადიან ასე ჩასვრილები."

დღის ამბები