29 ივნისი 2024,   19:50
ვრცლად
ელისო ბოლქვაძე იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკოს სათავო ოფისში, გენერალური დირექტორის მოადგილეს კულტურის საკითხებში, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

საუბრისას განიხილეს იუნესკოსთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

აღნიშნული იყო სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა ახალგაზრდების ცნობიერების და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის.

ასევე საუბარი შეეხო ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ახალი ფორმატების დანერგვას საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

დღის ამბები