28 სექტემბერი 2024,   14:13
ვრცლად
საფრანგეთის პარლამენტმა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბოლოოდ დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. ეროვნულ ასამბლეაში გამართული განხილვის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ დიდი უმრავლესობით, 138-ით 10-ის წინააღმდეგ, კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონი ითვალისწინებს უცხოური გავლენის თავიდან აცილების მიზნით ეროვნული რეესტრის შექმნას, ასევე ფინანსური აქტივების გაყინვას და “უცხოურ ჩარევასთან“ ბრძოლის გაძლიერებას ალგორითმული დაზვერვის საშუალებით, რომელიც ამჟამად მხოლოდ ანტიტერორისტული საფრთხეების დროს გამოიყენება.

ფრანგული მედიის ცნობით, კანონის მიღებას საფუძვლად დაედო საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია საფრანგეთში უცხოური ჩარევის რისკები და მათი აცილების გზები.

2022-2023 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საფრანგეთის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევა სულ უფრო ხშირია და ეს ყველა სფეროს ეხება.

ანონი ძალაში მომავალი წლის პირველ ივლისს შევა.

დღის ამბები