28 სექტემბერი 2024,   14:17
ვრცლად
ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენეთა და "მწვანეთა" კოალიცია ლიდერობს

ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნებში მემარცხენეთა და "მწვანეთა" კოალიცია ლიდერობს. ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტია" გავიდა.

წინასწარი შედეგებით, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში ვილდერსის პარტიას შვიდი დეპუტატი ეყოლება, ხოლო მემარცხენეთა და "მწვანეთა" კოალიციას – რვა.

ნიდერლანდებში გამართული არჩევნების საბოლოო შედეგები 9 ივნისს, ღამით, მას შემდეგ გამოცხადდება, რაც ხმის მიცემის პროცესი ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში დასრულდება.

დღის ამბები