27 ივნისი 2024,   22:22
ვრცლად
ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ს პრეზიდენტის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიცმა მსაჯულმა სამი მუხლით გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.

დელავერის ფედერალურ სასამართლოში, 54 წლის ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვისას ცრუ ინფორმაციის გაცემაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობაში. საქმე იმაშია, რომ შტატებში კანონი ნარკომომხმარებლებზე იარაღის გაყიდვას კრძალავს. ჰანტერ ბაიდენმა კი, იარაღის ყიდვისას დამალა, რომ იმ დროისთვის ის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო.

განაჩენი დაახლოებით სამსაათიანი განხილვის შემდეგ გამოიტანეს. ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში ბაიდენს ცალკე ბრალად ედება 1,4 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობა. ამ საქმეზე სასამართლო სექტემბერში უნდა გაიმართოს.

დღის ამბები