28 სექტემბერი 2024,   14:24
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ხერსონის ოლქზე რუსების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში ომი გრძელდება - გასულ ღამეს, ხერსონის ოლქზე რუსების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროშიც. ბოლო 24 საათში უკრაინელებმა რუსების გაშვებული 69 დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს.

"გამარჯვების გეგმა ამერიკას წარედგინა, და ჩვენ თითოეული პუნქტი განვმარტეთ. უკრაინისთვის ყველა საკვანძო საკითხი პარტნიორების მაგიდაზე დევს, და ყველაფერი განიხილება. შორეული შესაძლებლობები, თავდაცვის პაკეტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ნაბიჯები რუსულ აქტივებს. ჩვენ მოვახერხეთ ყველა თემაზე მუშაობა. "რამშტაინის" ფარგლებში გერმანიაში შეხვედრისთვის მზადება არის ფორმატი, სადაც პარტნიორებთან ერთად, გამარჯვების გეგმის პუნქტების შინაარსს მივყვებით. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს მოწვევისთვის." - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები