29 ივნისი 2024,   18:58
ვრცლად
მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო მოძრაობაში დაუდასტურეს.

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში, სადგურ "ვაჟა-ფშაველაზე" ლიანდაგებში კაცის ჩავარდნის გამო იყო შეჩერებული. მგზავრი შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ატარებდნენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები