29 ივნისი 2024,   19:39
ვრცლად
"ახალგაზრდა ბიჭია, 20-დან 25 წლამდე, ვიცი, რომ ცოცხალია" - თვითმხილველი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი კაცის შესახებ

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე, ლიანდაგებში გადავარდა, კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

როგორც თვითმხილველი "რუსთვი 2-თან" საუბარში აცხადებს, დაშავებული 20-დან 25 წლამდე პირია.

"ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. არ ვიცი ჩახტა თუ ჩავარდა, ვერ გეტყვით ზუსტად. სასწრაფო მალევე მოვიდა და ამოიყვანეს. ვიცი, რომ ცოცხალია", - განაცხადა თვითმხილველმა.

დღის ამბები