29 ივნისი 2024,   19:14
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში 3 700 დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაყიდა. ყალბი ფული ამოღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე. 

დღის ამბები