29 ივნისი 2024,   19:33
ვრცლად
ლევან დავითაშვილი კომპანია "ჯეორჯიან პროდაქტის" საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომპანია "ჯეორჯიან პროდაქტს"-ის 10-წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 
 
ლევან დავითაშვილმა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი საწარმოს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია სახელწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

"ჯეორჯიან პროდაქტსი" შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც ათი წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქცია წარმატებით გააქვს ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. კომპანია პროდუქციის 100-ზე მეტ სახეობას აწარმოებს, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულით. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 
 
 
დღის ამბები