29 ივნისი 2024,   19:50
ვრცლად
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად

ამ ცხელ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საცხოვრებელმა ადგილებმა სიგრილე შეინარჩუნონ. მაგრამ, რამდენად ეფექტურად იყენებ შენს კონდიციონერს? Samsung-ის ინჟინრები WindFree™კონდიციონერის გამოყენების რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებენ.

#1 გამოიყენე ტექნოლოგია Digital Inverted Boost ენერგიის ეფექტური მოხმარებისთვის

ადამიანები ხშირად თავს არიდებენ კონდიციონერების ჩართვას, ელექტროენერგიის მაღალი გადასახადების გამო. ენერგიის დაზოგვის მიზნით, ინჟინრები გვირჩევენ გამოვიყენოთ Digital Inverter Boost ტექნოლოგია, რომელიც ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას და თან შეუძლია 73%-მდე შეამციროს ენერგიის მოხმარება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უნდა მოვერიდოთ კონდიციონერის ხშირ ჩართვასა და გამორთვას, რადგან 90 წუთიანი უწყვეტი მუშაობა უფრო ეფექტურია, ვიდრე კონდიციონერის მრავალჯერ ჩართვა და გამორთვა.

#2 გამოიყენე AI Auto Cooling რეჟიმი

AI Auto Cooling რეჟიმი გთავაზობს სწრაფ, ჯანსაღ და რაც მთავარია, კომფორტულ გაგრილებას. 

სისტემა აანალიზებს, თუ რომელია შენთვისს კომფორტული ტემპერატურა ოთახში და ავტომატურად ირთვება  ოპტიმალურ რეჟიმზე. 

და მაინც, როგორ მუშაობს AI Auto Cooling? 

ნაბიჯი 1: აგრილებს ოთახს სწრაფად - სწრაფი გაგრილების რეჟიმით

ნაბიჯი 2: არეგულირებს ტენიანობას ოთახში, ტენიანობის საწინააღმდეგო რეჟიმის დახმარებით

ნაბიჯი 3: შერჩეული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, ავტომატურად გადადის Wind-Free რეჟიმზე, რათა შეინარჩუნოს სასურველი ტემპერატურა.

ახლა უკვე ადვილია სწრაფი, კომფორტული გაგრილება და რაც მთავარია, ნაკლები ფიქრი გიწევს, რომ შეარჩიო შენი სახლისთვის იდეალური ტემპერატურა - ამას შენს ნაცვლად AI Auto Coolig გააკეთებს. 

#3 გამოიყენე Windfree ™ გაგრილების რეჟიმი

ბევრი ადამიანისთვის კონდიციონერის ყველაზე დიდი მინუსი ჰაერის ძლიერი ნაკადია. WindFree™ გაგრილების რეჟიმი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ გრილი ტემპერატურა ძლიერი დაბერვის გარეშე, რადგან ჰაერის ნაკადის გამოდინება ამ მოდელის შემთხვევაში, 23,000 მიკრო ხვრელით ხდება და გაგრილების პროცესი კიდევ უფრო კომფორტულია. Windfree კონდიციონერით თავს აარიდებ ძლიერ, არასასიამოვნო ნიავს.

#4 აკონტროლე შენი Windfree SmartThings-ის პროგრამით

გიფიქრია, რა კომფორტული იქნებოდა, კონდიციონერის ჩართვა სახლში მისვლამდე რომ შეგეძლოს? SmartThing აპლიკაციით ეს უკვე შესაძლებელია. მისი დახმარებით შეგიძლია წინასწარ ჩართო კონდიციონერი, შეცვალო რეჟიმები და გააგრილო ბინა, სანამ სახლში მიხვალ. აპლიკაციის ხმოვანი კონტროლი შეგიძლია Samsung-ის ხმოვანი ასისტენტის, Bixby-ს დახმარებით. 

გამორთე თუ არა კონდიციონერი? თუ სახლიდან გასვლის შემდეგ შენს თავს ხშირად უსვამ ამ შეკითხვას, აქაც შეგიძლია გამოიყენო SmartThing აპლიკაცია და სახლიდან გასვლის შემდეგ შეამოწმო, ჩართულია თუ არა კონდიციონერი და თუ ჩართული აღმოჩნდება, შეგიძლია მარტივად გამორთო აპლიკაციიდანვე.

ინოვაციური კონდიციონერის, WindFree™-ის მახასიათებლების დეტალური ნახვა Samsung.com/ge-ზე შეგიძლიათ. აქვე გაეცნობით სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების სიას, სადაც პროდუქტის შეძენას მარტივად შეძლებთ. 

 

(R)

დღის ამბები