29 ივნისი 2024,   20:09
ვრცლად
აბა, რა! აბა, რა! საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში - გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! - კახა კალაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას პორტუგალიასთან თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.

კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის.

"აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას!

ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე! მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის! მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის! ჩვენ ვართ საქართველო!" - წერს კახა კალაძე.

დღის ამბები