30 ივნისი 2024,   07:26
ვრცლად
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება დღეიდან ძალაში შევიდა

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სატარიფო ლიბერალიზაციას საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის.

კერძოდ, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ ემირატების მხრიდან მყისიერად გაიხსნება ბაზარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ.

არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის.

შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა სექტორში.

დღის ამბები