03 ივლისი 2024,   10:51
ვრცლად
CNN: დებატებში "ჩაჭრილი" ბაიდენი სასოწარკვეთილი ცდილობს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის გადარჩენას

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ გადაწყვიტა ოჯახთან ერთად კემპ-დევიდში განმარტოებულიყო. მანამდე კი რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც ცდილობდა შეეჩერებინა ის პანიკა ამომრჩევლებში, რაც მის გამოსვლას მოჰყვა დებატებში. ამ მიზნით შეხვდა ჩინოვნიკებს და დონორებსაც.

გამოცემის შეფასებით, ბაიდენის სუსტმა გამოსვლამ და შეუთავსებელმა ქცევებმა ოთხშაბათ საღამოს, CNN-ის ეთერში, წინასაარჩევნო კამპანიის კურსი შეცვალა.

ბაიდენის გუნდმა გამოსასვლელი დღეები მედიის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მას მოუწოდებენ, რომ განზე გადგეს.

"ბაიდენის კატასტროფული გამოსვლა" - ასე აფასებს მედია პირველი პირის დებატებს კონკურენტთან.

"მოდით, ნუ გავაკეთებთ დასკვნებს ერთი დებატების მიხედვით" - განაცხადა ნენსი პელოსმა.

მისი თქმით, სხვაობა ბაიდენსა და ტრამპს შორის თვალსაჩინოა. თუმცა, პრეზიდენტის მეგობარმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯეიმს კლეიბერნმა აღიარა, რომ მის მეგობარს ცუდი დებატები ჰქონდა.

დღის ამბები