03 ივლისი 2024,   12:42
ვრცლად
კულტურის ისტორიის მუზეუმს მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "მოგზაურთა არჩევანი" გადაეცა - პრიზი ყველაზე დიდი სამოგზაურო საიტის Tripadvisor-ის მიერ არის დაწესებული

საქართველოს ხელოვნების სასახლე მორიგი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.

"კულტურის ისტორიის მუზეუმს მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "მოგზაურთა არჩევანი" (Travelers" Choice) გადაეცა. ეს საერთაშორისო პრიზი მსოფლიოს ყველაზე დიდი სამოგზაურო ამერიკული საიტის Tripadvisor-ის მიერაა დაწესებული და წელიწადში ერთხელ გაიცემა. "მოგზაურთა არჩევანი" ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული - "ხარისხის სერთიფიკატი", რომელიც ენიჭებათ ორგანიზაციებს დამთვალიერებელთა და მოგზაურთა შთაბეჭდილებების საფუძველზე. "მოგზაურთა არჩევანის" ლაურეატები შედიან მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების, რესტორნებისა და ღირსშესანიშნაობების იმ 10 პროცენტში, რომლებმაც სტუმართმოყვარეობის ყველაზე მაღალი ხარისხი გამოავლინეს", - წერს გიორგი კალანდია.

დღის ამბები