08 ივლისი 2024,   13:10
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლობის თქმის ვალდებულება არ გქონდეს" -  ლაშა ბუღაძე

"ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლობის თქმის ვალდებულება არ გქონდეს", - ამის შესახებ მწერალი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს და გურამ კაშიას ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის თქმის გამო აკრიტიკებს.

ბუღაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოთი ვაჭრობს და ამისთვის ფეხბურთელების სახელსაც იყენებს.

"ამ კაცმა არბია საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს. ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი სიხარული, ბედნიერება და გამარჯვების მუხტი მოგვიტანეს, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ვერ ხვდებოდეს, რა ზიანი მოაქვს საქართველოსთვის რუსულ კანონს და ივანიშვილის რეჟიმს და გვიანღა მიხვდენენ მოსალოდნელი კატასტროფის მასშტაბს. ფეხბურთელების თანატოლები ცემეს და სასამართლო ჯარიმებით აავსეს საქართველოს დაცვისთვის. განა ყველამ არ ვნახეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ მოქალაქეები ივანიშვილის მარიონეტს ეროვნული ნაკრების დახვედრის ზეიმზე?! თავს ნუ მოიტყუებთ, ეს კაცი საქართველოს მომავლით ვაჭრობს და თქვენს სახელსა და წარმატებასაც იყენებს ამისთვის. ეს ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის - თქვენ კი მათი იდეალები ხართ ახლა", - წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ნაკრებს, მიღწეული წარმატებისთვის, 30 მილიონი ლარი გადასცა, რისთვისაც ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მას მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები