16 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
"თუ მევახშეობას დავუმატებთ შარვლის ჩახდას და ამას რუსული რუბლებით დავაფინანსებთ, მივიღებთ ახალ "ნაციონალურ მოძრაობას" - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა იგონებენ რაღაც ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებს, თუმცა რეალურად, თავისივე ამომრჩევლებს ვერაფერს სთავაზობენ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანების მცდელობა ძველის გამეორება იქნება და ამომრჩეველი ახალს ვერაფერს დაინახავს.

"ახლა იგონებენ რაღაც ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებს. რეალურად, თავისივე ამომრჩევლებს ვერაფერს ვერ სთავაზობენ. ვიცით გვარამიას, ხაზარაძის, ზურა ჯაფარიძის და ხოშტარიას თითქოს რაღაც გაერთიანებაზე. რეალურად, ჩვენ აქ რაიმე ახალს ვერ დავინახავთ, თუ მევახშეობას დავუმატებთ შარვლის ჩახდას და ამას რუსული რუბლებით დავაფინანსებთ, მივიღებთ ახალ "ნაციონალურ მოძრაობას". რეალურად ეს იქნება, მეტი არაფერი და ოპოზიციურ სპექტრში ამას დაერქმევა ახალი "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები