16 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
დავით სონღულაშვილი და ანტონ ობოლაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კანადაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიას ესწრებიან

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კანადაში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 49-ე სესიას ესწრებიან.

პარლამენტის წევრებმა ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და საპარლამენტო საკითხთა კომიტეტების მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე, რომელსაც საფრანგეთის სენატორი კრისტოფ ანდრე ფრასა თავმჯდომარეობდა, ფრანკოფონიის სივრცეში არსებული პოლიტიკური და უსაფრთხოების შესახებ მდგომარეობა მიმოიხილეს. გაკეთდა მოხსენებები წევრ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა სიტყვით მიმართვისას რუსული ოკუპაციისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

გარდა ამისა, კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს მოხსენების პროექტი თემაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ.
რეზოლუციის პროექტს ოფიციალურად პლენარულ სესიაზე მიიღებენ.

დღის ამბები