08 ივლისი 2024,   13:06
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ მუზეუმს ქართული ქირურგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სამედიცინო არქივი გადასცა, რომელიც უწყებამ კულტურის სამინისტროს დახმარებით მოიძია.

აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე საქართველოში პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მან დააარსა სისხლის გადასხმის ცენტრალური სადგური, რომელიც მისივე ინიციატივით, სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა.

 

დღის ამბები