08 ივლისი 2024,   13:19
ვრცლად
ატლანტის ოკეანეში 89 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

მავრიტანიის სანაპირო დაცვამ, ატლანტის ოკეანეში 89 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა. გადარჩენილია 9 ადამიანი, მათ შორის, 5 წლის გოგონა. ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადარჩენილების განცხადებით, სათევზაო გემი, რომელზეც 170 ადამიანი იმყოფებოდა, სენეგალ-გამბიის სასაზღვრო ზონიდან გასულ კვირას გამოვიდა და მავრიტანიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან გადატრიალდა.

მავრიტანია, მიგრანტებისთვის, რომლებიც დასავლეთ აფრიკიდან ევროპაში გადასვლას ცდილობენ, საკვანძო სატრანზიტო პუნქტია. სახიფათო მარშრუტზე, ყველაზე გავრცელებული დანიშნულების ადგილი, ესპანეთის კანარის კუნძულებია.

დღის ამბები