25 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
გერმანია, ოლიმპიური თამაშების პერიოდში საფრანგეთთან სასაზღვრო კონტროლს დააწესებს

გერმანია, საფრანგეთთან საზღვარზე დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს

გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ბერლინში გააკეთა.

გადაწყვეტილების მიზანი, პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაა.

სასაზღვრო კონტროლის დაწესება, საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოხდება.

ამასთან, დანიის, ნიდერლანდის, ბელგიისა და ლუქსემბურგის საზღვრებზე 19 ივლისს გაუქმდება შემოწმებები, რომლებიც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დროს დაწესდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

დღის ამბები