25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
თბილისის მერია სპეციალიზებული მანქანების პარკს აახლებს - დედაქალაქის დასუფთავებასა და ინფრასტრუქტურაზე, სპეციალური დანადგარებით აღჭურვილი 62 მანქანა იზრუნებს

დედაქალაქის ქუჩებში სისუფთავის შესანარჩუნებლად, ნარჩენების დროულად და უსაფრთხოდ გასატანად, თბილისის მერიამ თბილსერვის ჯგუფის ავტოპარკი განაახლა. მძღოლებისთვის ახალი სპეცტექნიკა უფრო კომფორტული და მოსახერხებელია. მანქანები თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. თბილსერვის ჯგუფში დასაქმებულები ამბობენ, რომ გარემოს დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა, ახლა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.

65 ერთეული სპეცტექნიკა, თბილისელებს კახა კალაძემ დღეს თავად წარუდგინა. პრეზენტაციაზე მერმა ხაზი გაუსვა ეკოლოგიის გაუმჯობესების პროცესში ახალი ტექნიკის მნიშვნელობას.

ევროპული სტანდარტის სპეცტექნიკა აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით. სატვირთო მანქანები გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის - დასუფთავებისა და ნარჩენების შეგროვების გარდა, მარტივად გვარდება სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების პრობლემებიც.

სპეცმანქანები, რომელიც იტალიაში, ესპანეთსა და თურქეთშია აწყობილი, თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეისყიდა. 65 მანქანის ღირებულება 11 მლ ევროზე მეტს შეადგენს.

სპეცტექნიკის შესყიდვა დედაქალაქის ბიუჯეტიდანაც ხორციელდება. 2024 წელს, შემოყვანილია 24 ახალი მანქანა, რომელიც დედაქალაქს უკვე ემსახურება. უახლოეს პერიოდში დამატებით იგეგმება 15 ერთეულის, ხოლო წლის ბოლომდე, მუნიციპალიტეტი ნარჩენების შემგროვებელ კიდევ 10 მანქანას შეიძენს.

დღის ამბები