25 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი კანადაში - ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე

აღმოსავლეთ კანადაში, მასშტაბური ხანძრების გამო, ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. ტყის ხანძრებმა 24 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

ადგილობრივი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ლაბრადორსითიში დაიხურა სულ მცირე საავადმყოფო და ათასობით ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.

წინა კვირას, ითვლებოდა, რომ ხანძარი კონტროლირებადი იყო, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ამინდი მკვეთრად შეიცვალა, რამაც ხანძრის გაძლიერებას შეუწყო ხელი და მისი კონტროლი შეუძლებელი გახადა.

დღის ამბები