25 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
რობერტა მეცოლამ ხაზგასმით დაადასტურა, რომ გაფართოება არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იქნება ყურადღება გამახვილებული - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ახლადარჩეული ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. როგორც ის ამბობს, რობერტა მეცოლას მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, განსაკუთრებით ის, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას ეხებოდა.

"ეს იყო მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპარლამენტის ახალარჩეული პრეზიდენტისგან, გამომდინარე იქიდან, რომ მან ხაზგასმით დაადასტურა, რომ გაფართოება არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იქნება ყურადღება გამახვილებული. ამ კონტექსტში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არის ის სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს გაფართოების პოლიტიკაში და ამას უნდა შეხედოს ევროპამ თვალებში და გაითვალისწინოს ეს ახალი რეალობა. ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო სწორედ მიღწევებზე დაფუძნებული პოლიტიკის კიდევ ერთხელ დადასტურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა იმ პროგრესის შესაბამისად გაიზომება, რაც იქნება ევროინტეგრაციის პროცესში, რაც, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმ პროგრესიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველომ წლების განმავლობაში მიაღწია და რაც შეუძლებელი იქნება, რომ  უგულებელყოფილი იყოს ევროინტეგრაციის პროცესში,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

დღის ამბები