25 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
წარმოიდგინეთ ქართული საზოგადოების განწყობა, მათ შორის ძალიან პროდასავლურების, თუკი ისინი დარწმუნდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ხელიც ერია - ზაალ ანჯაფარიძე

"ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის ომის პროვოცირებაში დასავლეთის როლზე მინიშნება იყო. ხოლო სიტყვა "დაკვეთა," და ამ დაკვეთის შესრულება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიერ, მას შემთხვევით არ უხსენებია.”- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, "თუ ეს მხილება მოხდა", საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები "შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს უარესობისკენ".

"ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი 2008 წლის ომის პროვოცირებაში დასავლეთის როლზე მინიშნება იყო. ხოლო სიტყვა "დაკვეთა," და ამ დაკვეთის შესრულება სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიერ, მას შემთხვევით არ უხსენებია.

ივანიშვილის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მოისმინეს დასავლეთში და ახლა, ალბათ, ფიქრობენ, რა ხელჩასაჭიდი მასალა შეიძლება ჰქონდეს ქართულ მხარეს, რომ დასავლეთი ამ ომის "დაკვეთაში" ამხილოს.

თუ ეს მხილება მოხდა, თან წყალგაუსვლელი სამხილებით და დოკუმენტებით - სხვაგვარად ამ თემის წამოწევასა და გაცოცხლებას აზრი არ ჰქონდა, მაშინ საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს - უარესობისკენ.

წარმოიდგინეთ ქართული საზოგადოების განწყობა, მათ შორის ძალიან პროდასავლურების, თუკი ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დასავლეთის ხელიც ერია!”-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები