25 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავასრულოთ დაპირისპირება, წავიდეთ ევროკავშირისა და განვითარებისკენ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური გაერთიანების მთავარი ამოცანაა, დასრულდეს დაპირისპირება და საქართველო წავიდეს ევროპისკენ და განვითარებისკენ.

როგორც ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, გეოპოლიტიკური არჩევნებია და ის მარტივი არ იქნება.

"ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები, არ არის მარტივი არჩევნები. ეს არის არჩევნები,როდესაც საქართველო ან სწრაფად მიდის ევროკავშირისკენ და ვიღებთ სრულუფლებიან წევრობას და ვართ თანაბარი თანაბართა შორის, ან ვართ ამ მოუსავლეთ, კორუფციულ ჭაობში, სადაც ახლა ცხოვრობს ქვეყანა. ელიტა - ზე მდიდარი და ხალხი უკიდურესად ღარიბი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილებზე და უნდა გავერთიანდეთ, არა მარტო ოპოზიცია. ერთიანობა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი", აქ დამოუკიდებელი, ძალიან სერიოზულ ადამიანებს გავუხსენით გზა, როგორიც არის: გია ჯაფარიძე და ლაშა ბაქრაძე. მიზარია, რომ ასეთი ხალხი ნაბიჯს დგამს, რადგან დღეს ყველას კარგად ესმის, რომ დაპირისპირებისა და სიძულვილის დრო აღარ არის. საქმე უნდა გავაკეთოთ და მე ამაზე შემტკივა გული.

ჩვენ ერთიანი სიის მომხრე ვიყავით და ერთიანობის მომხრე ვართ. სხვადასხვა გაერთიანების ჩამოყალიბება სწორი პროცესია, 37 პარტია ხომ არ იქნება 5%-იანი ბარიერის პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ამით ყველა პოლიტიკური ძალა აჩვენებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის წინაშე. სწორედ ამ პროცესით, ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დავასრულოთ დაპირისპირება, წავიდეთ ევროკავშირისა და განვითარებისკენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები