25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
რომელ გაერთიანებაზე მელაპარაკებით? დაშლილი "ნაცმოძრაობა" ორად გამოვა არჩევნებზე, სამად, თუ ხუთად, "ნაცმოძრაობა" მაინც "ნაცმოძრაობაა" - მიხეილ დაუშვილი

ორად გამოვა არჩევნებზე, სამად, თუ ხუთად გამოვლენ, "ნაცმოძრაობა" მაინც "ნაცმოძრაობაა" და რომელ გაერთიანებაზე მელაპარაკებით? - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მიხეილ დაუშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. 

მისი თქმით, თუკი მომავალში ვინმესთან თანამშრომლობა დაიგეგმება, ამას თავად, ღიად განაცხადებენ. 

"თქვენ თუ დაშლილი "ნაცმოძრაობების" გაერთიანებაზე მესაუბრებით, ეს არის "ნაცმოძრაობა". ორად გამოვა არჩევნებზე, სამად, თუ ხუთად გამოვლენ, "ნაცმოძრაობა" მაინც "ნაცმოძრაობაა" და რომელ გაერთიანებაზე მელაპარაკებით? იქამდეც "ნაცმოძრაობა" იყვნენ, ახლაც "ნაცმოძრაობა" არიან და მომავალშიც ეგრე იქნებიან. ჩვენ, ჩვენს ნაწილში, იქნება ეს ინდივიდუალური პოლიტიკოსებით გაძლიერება, თუ იქნება ვინმესთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე მითქმა-მოთქმები და ჭორაობა არ იქნება. პირდაპირ გამოვალთ და ვიტყვით ამას - ღიად ვეტყვით ჩვენს მოქალაქეებს, ამაში არაფერი დასამალი არ არის. თუ ასეთ რამ მოხდება, მე გეტყვით, რომ ჩვენგან გაიგეთ ამას." - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

 

დღის ამბები