25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ქვეყნების მოწვევა ჩვენს გაერთიანებაში არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ქვეყნების მოწვევა ჩვენს გაერთიანებაში არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ამის შესახებ განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

სტრასბურგში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ახსენა საქართველოც. 

"ჩვენი სამეზობლო არის ჩვენი მომავლის სახლიც. ქვეყნების მოწვევა ჩვენს გაერთიანებაში არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის უზარმაზარი გეოსტრატეგიული პასუხისმგებლობა ევროპისთვის, რადგან დღევანდელ მსოფლიოში უფრო დიდი და უფრო ძლიერი გაერთიანება იქნება. ეს გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას და უზრუნველყოფს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გავრცელებას მთელს ევროპაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს ინვესტიციებსა და რეფორმებზე მუშაობით, მათი ინტეგრირებით, იქ სადაც შეგვიძლია.

გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და უზრუნველყოფს ყველა ქვეყნის მზადყოფნას ამ პროცესამდე. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფა ასევე ჩვენს ძირითად ინტერესებშია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტიც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისტორია კვლავ მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთაც თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად. ზოგიერთი მათგანი ძალიან მაღალ ფასს იხდის ამ არჩევანისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, უზრუნველვყოთ რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, აყვავებული და იქნება ჩვენს ევროკავშირში", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

 

დღის ამბები