25 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
გვაქვს უფლება, გვწამდეს, ან არ გვწამდეს და ამ წარმოდგენის იდეა იყო ამ ღირებულებების გაბრწყინება - პარიზის ოლიმპიადის გახსნის ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი კრიტიკას პასუხობს

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორები კრიტიკას პასუხობენ და ამბობენ, რომ მათი მიზანი ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფა არ ყოფილა და არც ვინმეს პაროდია გაუკეთებიათ.

როგორც შოუს დამდგმელი და მონაწილეები ამბობენ, მთავარი გზავნილი თანასწორუფლებიანობა და საკუთარი თავის სიყვარული იყო, თუმცა ეს ჩანაფიქრი, როგორც თავად განმარტავენ, არასწორად იყო აღქმული.

"არავინ იყო იესოსავით ჩაცმული, არავის მისი პაროდია არ გაუკეთებია. არც ტანისამოსით, არც ქცევით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი პერსპექტივა შემოვიდეს. წარსულში, და ვინჩის ფრესკის ბევრი ინტერპრეტაცია იყო, და ეს არავის შოკირებას არ იწვევდა. როდესაც ეს ლგბტ-ს და დრეგს ეხება, მაშინ ეს ყველას მღელვარების საგანი ხდება. ჩვენ ამას მივეჩვიეთ - ხალხი შეპყრობილია გენდერული საკითხებით, რომლებიც კონსერვატორებს აწუხებთ," - აცხადებს ერთ-ერთი პერფორმერი და მოცეკვავე.

განცხადება გააკეთა სამხატვრო ხელმძღვანელმა თომას ჯოლიმაც.

"ეს ცერემონია ჩემთვის არის პოლიტიკური. პოლისი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობით აერთიანებს ქალაქს, კონტინენტსა და სამყაროს. განზრახვა არ ყოფილა, რომ შოკი და აღშფოთება გამოგვეწვია, მაგრამ გვინდოდა გვეთქვა, რომ ჩვენ ვართ ინკლუზიურობის, სიუხვის, სოლიდარობის სახელმწიფოებრივი იდეით, რომელიც ყველას სასიცოცხლოდ გვჭირდება. მხატვრული შემოქმედება თავისუფალია, ჩვენი ჩანაფიქრი კი იყო, გაგვეგზავნა გზავნილი, რომ საფრანგეთში ჩვენ გვაქვს უფლება, გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ. გვაქვს უფლება გვწამდეს, ან არ გვწამდეს და ამ წარმოდგენის იდეა იყო ამ ღირებულებების გაბრწყინება," - აცხადებს სამხატვრო ხელმძღვანელი.

დღის ამბები