25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ცნობილ ქართველ სასტენდო მსროლელს, თამაზ იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა

ცნობილ ქართველ სასტენდო მსროლელს, თამაზ იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა. თამაზ იმნაიშვილი არის მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, ასევე, მსოფლიოს თასის მფლობელი.

დამყარებული აქვს მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი 200-დან 200-ვე სამიზნის გატეხვით. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, ვეტერანი სასტენდო სროლის ჟიურის თავმჯდომარე იყო. ამჟამად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და მსოფლიოსა და ევროპის სროლის ფედერაციების პრეზიდიუმის წევრია.

თამაზ იმნაიშვილს მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი და სპორტის რაინდის წოდება.

დღის ამბები