25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვენესუელაში პოლიციასთან შეტაკებებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავმა უწყებამ ქვეყანაში მოქმედ რიგ სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლი დაკარგა. შეტაკებების შედეგად, დაკავებულია 750 ადამიანი.

ვენესუელაში, 29 ივნისს დაწყებული პროტესტი სამოქალაქო არეულობაში გადაიზარდა. ასობით ათასი ადამიანი ნიკოლას მადუროს მესამე ვადით გაპრეზიდენტებას აპროტესტებს. ოპოზიციის მტკიცებით, მან არჩევნები გააყალბა.

საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის საარჩევნო კომისიას უბნების შედეგების გადამოწმებას ითხოვენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს, ევროკავშირი კი მადუროს მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებები და ხელახლა დათვალოს ხმები.

დღის ამბები