25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ესპანეთში, ანომალიური სიცხის გამო, ტყის ხანძრები მძვინვარებს

ესპანეთში, ანომალიური სიცხის გამო, ტყის ხანძრები მძვინვარებს. აღმოსავლეთ ესპანეთში ორი ტყის ხანძარი სამშაბათს გაჩნდა, რომლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების დახმარებით ცდილობს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის უმეტეს ნაწილში, ანომალიურად მაღალი ტემპერატურისა და ხანძრების გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

აღმოსავლეთ ვალენსიის რეგიონში, ბენასაუში გაჩენილი ხანძრის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე ასეული ადგილობრივი მაცხოვრებლის უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება მოუწია.

ხანძარი სოფლის მახლობლად მდებარე ბორცვებზე გაჩნდა. მეხანძრეების განცხადებით, ხანძრის კერები სულ უფრო ძლიერდება.

ხანძრის მეორე კერა კუვენკას პროვინციაშია, რომელმაც 1500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა. ხელისუფლების შეფასებით, ორივე ხანძარი ძალიან ძლიერია.

 

დღის ამბები