06 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი.

 "მწუხარებას გამოვთქვამ ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი, რომელმაც ორ თანაგუნდელთან ერთად, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო - ოქროს წერაყინი მოიპოვა. ვუსამძიმრებ არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს," - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები