06 ოქტომბერი 2024,   07:50
ვრცლად
მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ვილი სანიოლი

საქართველო - ჩეხეთის მატჩი ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგაზე პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოლოდინებსა და ნაკრების სამზადისზე ისაუბრა. თქვა, რომ მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს.

"მოთამაშეებმა იციან, როგორი სტილის მატჩს უნდა ველოდოთ და ეს ჩვენი უპირატესობაა - ვიცოდეთ, რისი გაკეთება მოგიწევს. ახლა წარმატებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, ვიდრე ჰამბურგში, სადაც ძალიან გაგვიჭირდა. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ვილი სანიოლი.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები