12 ოქტომბერი 2024,   01:49
ვრცლად
აშშ-ში მამაკაცს სახლში 4 მეტრიანი გველი უკანონოდ ჰყავდა - პოლიციამ პითონი ზოოპარკს გადასცა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, მამაკაცს 4 მეტრიანი ბირმული პითონი, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება, სახლში უკანონოდ ჰყავდა და პატარა ავზში მალავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შტატის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გველის შესახებ საჩივარი 28 აგვისტოს მიიღეს, რის შემდეგაც ადგილზე გაგზავნილმა თანამშრომლებმა 2 მეტრიან ავზში გველი აღმოაჩინეს, რომელიც 4 მეტრის სიგრძის იყო და 36 კგ-ს იწონიდა.

გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის განმარტებით, გველი ჯანმრთელია და ჯერ კიდევ იზრდება.

გველი "ფორტ რიკი დისქავერის" ზოოპარკში გადაიყვანეს, რომელსაც ამ ზომის რეპტილიის შესანახად სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა აქვს.

 

დღის ამბები