05 ოქტომბერი 2024,   23:07
ვრცლად
წალენჯიხაში, მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით საცურაო აუზის განთავსებას, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობად აფასებს

"ქართული ოცნება" მამუკა ხაზარაძის მხრიდან წინასაარჩევნო მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე საუბრობს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს შესაბამის ანგარიშებში ასახონ.

საუბარია წალენჯიხაში ასაწყობი საცურაო აუზის განთავსებაზე, რომელიც ქალაქში მამუკა ხაზარაძის ინიციატივით და დაფინანსებით დადგეს.

"ხაზარაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი, გასაბერი აუზის ჩადგმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არის მოსყიდვა, საკითხავი ის არის როდის ჩაასხამს წყალს, იმედია იანვარში არა და არ მოსთხოვს წალენჯიხელებს იანვარში იბანაონ გასაბერ აუზში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

 
დღის ამბები