21 დეკემბერი 2024,   16:58
ვრცლად
საქართველოს შესახებ დაგეგმილი განხილვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში - პოლიტიკური შეფასებები

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ ხვალისთვის დაგეგმილ განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანებიან ქართველი პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ამერიკელ კონგრესმენებს ეკა გიგაურის მოსმენა საქართველოს შესახებ ობიექტურ სურათს ვერ შეუქმნის.

"რასაც გიგაური თხზავს და აწვდის... იქიდანვე დაფინანსებულმა მატყუარა ორგანიზაციებმა არაერთხელ დააზიანეს საქართველო. ორი არჩევანია - სტაბილური პარტნიორი, თუ ადამიანი, რომელიც ხელებში შეჰყურებს და მხოლოდ ფულისთვის აკეთებს ყველაფერს. აჯობებდა, ჩემი აზრით, ჩვენი პარტნიორები, ამერიკელი მეგობრები სამართლიანად მოეპყრონ საქართველოს," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია. 

არასამთავრობოების კვალიფიკაციას ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციის ნაწილიც. "გირჩი" გაუგებარს უწოდებს გადაწყვეტილებას, რატომ უნდა წარდგეს მოხსენებით შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

"ენჯეოების კვალიფიკაციაში მაინც და მაინც დიდად დარწმუნებული არ ვარ, მათი ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე რაც დავინახეთ, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერ ვაცადოთ ადამიანს და მერე შევაფასოთ. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვენი პარტნიორები ასეთი ტიპის წარმომადგენლობას საქართველოში ენჯეოების მეშვეობით ახორციელებენ და მათ არ გააჩნიათ ის რეპუტაცია, რომელიც უნდა გააჩნდეს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან დასავლეთს,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები