12 ოქტომბერი 2024,   01:38
ვრცლად
ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს - ანკლავში დაღუპულთა რაოდენობამ 41 ათასს გადააჭარბა

ახლო აღმოსავლეთში ისევ საომარი მოქმედებებია. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობს. ოპერაციებს 32 პალესტინელი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ანკლავში დაღუპულთა რაოდენობამ 41 ათასს გადააჭარბა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმა დაგმო. იერიშს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის სამხედრო სპიკერმა კი თქვა, რომ მათი სამიზნე ჰამასის მაღალჩინოსნები იყვნენ. მათი ინფორმაციით, მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების 3 მეთაური. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ღაზაში სამხედრო მიზნები დასასრულს უახლოვდება და აქცენტი ლიბანის საზღვრის ტერიტორიისკენ გადადის.

დღის ამბები