ისინი საუბრობენ დემოკრატიაზე, რომ მე ვარ საფრთხე დემოკრატიისთვის. ისინი არიან საფრთხე დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა გამართულ დებატებზე კამალა ჰარისს მარქსისტი უწოდა.
"ის მარქსისტია. ეს ყველამ იცის. მამამისი მარქსისტი პროფესორია ეკონომიკაში. პირველ რიგში, არ მაქვს გაყიდვების გადასახადი. ეს მცდარი წარმოდგენაა. იცის, რომ გადასახადებს სხვა ქვეყნებს ვუწესებთ. საბოლოოდ, უცხო ქვეყნები, 75 წლის შემდეგ, ყველაფრისთვის გადაგვიხდიან, რაც მსოფლიოსთვის გავაკეთეთ. ახლა იმგვარი ინფლაცია გვაქვს, რომელსაც ცოტა თუ ვინმეს უნახავს - ყველაზე ცუდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 21%-ის ზღვარზე ვიყავით და ეს კიდევ კარგია, იმიტომ, რომ ბევრი რამ 50, 60, 70 და 80%-ით ძვირია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ.
ყველამ იცის, რის გაკეთებასაც ვგეგმავ. მე, ალბათ, თავში ტყვია მივიღე იმის გამო, რასაც ჩემზე ამბობენ. ისინი საუბრობენ დემოკრატიაზე, რომ მე ვარ საფრთხე დემოკრატიისთვის. ისინი არიან საფრთხე დემოკრატიისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.